„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოითხოვს, საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის კომისიამ დავით გარეჯის სადავო მონაკვეთთან ერთად, საინგილოსა და ჰერეთის საკითხებიც განიხილოს. კერძოდ, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საბჭოთა კავშირის მმართველობის პერიოდში, აღნიშნული ტერიტორიები აზერბაიჯანს უკანონოდ გადაეცა. „ლეიბორისტების“ ლიდერის თქმით, სახელმწიფომ „დუმილის პოლიტიკა“ უნდა შეწყვიტოს და მოაგვაროს არსებული პრობლემები.