შეტევა გერმანიის ელჩზე. „გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი, მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“, – ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის გუშინდელ განცხადებას, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“.
ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობს“.