შალვა ნათელაშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო უნდა გახდეს
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობა ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო უნდა გახდეს. მისი თქმით, ქვეყანაში სრულფასოვანი არჩევნების ჩასატარებლად, აუცილებელია, საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია ყველა ზრდასრულმა ადამიანმა დააფიქსიროს.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ის ამ საკითხზე მუშაობის დაწყების ინიციატივით, უახლოეს მომავალში ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რის შემდეგაც, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდება.
ლეიბორისტების ლიდერი ამ საკითხზე მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც ელის.