შალვა ნათელაშვილის განცხადება

მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები გააკრიტიკა პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა მედია ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან დაიბარა და განცხადება გააკეთა.

პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ხელისუფლების მოქმედმა და ყოფილმა ჩინოსნებმა ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობით თანხა მიითვისეს. ნათელაშვილი პრეზიდენტობის შემთხვევაში ამომრჩეველს ჰპირდება, რომ შექმნის ე.წ. დაბრუნების ფონდს და მითვისებულ საბიუჯეტო სახსრებს ხალხს დაუბრუნებს.