„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, 20-21 ივლისის აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ოთხი პირის დაკავებას ეხმაურება. ნათელაშვილი დაკავებულებს პოლიტპატიმრებს უწოდებს.
მისი განცხადებით, პარტიამ უკვე მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს. „ლეიბორისტების პარტიის“ ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დაკავებულები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.