„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.
შალვა ნათელაშვილის თქმით, მთავრობის შეცვლის მოთხოვნა ქვეყანაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება. „ლეიბორისტების“ ლიდერი მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სხვა პოლიტიკურ პარტიებს დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს.