პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ეხმაურება. საქმე შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას ეხება. პარტიის ლიდერის განცხადებით, მას მანდატი იმ მიზეზით შეუწყვიტეს, რომ ხელისუფლებას მისი პარლამენტში შესვლის ეშინია. ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ პარლამენტიდან და მის გარეთაც იბრძოლებს.