„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ხელისუფლებისგან მოსამართლეების არჩევის წესის შეცვლას ითხოვს.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, იმისთვის რომ მოსამართლეებმა მიუკერძოებლობა შეინარჩუნონ, ისინი ხალხის მიერ უნდა იყვნენ არჩეულნი. მისი განმარტებით, ამ გზით მოსამართლეები პასუხისმგებელი იქნებიან ხალხისა და კანონის წინაშე და არა იმ პოლიტიკურ ჯგუფის, რომელმაც ის დანიშნა.