„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საქართველოს პარლამენტს „ქართველი ერის ისტორიული და მიმდინარე გენოციდის შესახებ„ დადგენილების მიღებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, საქართველო საუკუნეების მანძილზე განიცდიდა გენოციდს სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან. განსაკუთრებულ აქცენტს „ლეიბორისტული პარტია„ რუსეთზე აკეთებს.
პარტიის წევრები დადგენილების მიღების მოთხოვნით პარლამენტს უახლოეს დღეებში მიმართავენ.