გარემოვაჭრეს შეხვდა „ლეიბორისტული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატი.
უჩა გოგიბერიძე საკუთარ სოფელში მოყვანილ პროდუქტს აღმაშენებლის ხეივანში, საავტომობილო გზისპირას ყიდის. როგორც გლეხმა განაცხადა, რამდენიმე დღის წინ მასთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მივიდნენ და ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ გაფრთხილება მისცეს, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი დაჯარიმებით დაემუქრნენ.
გოგიბერიძის თქმით, თუ მას ვაჭრობას აუკრძალავენ, ოჯახს, რომლის წევრებიც მცირეწლოვანი ბავშვები არიან, ვეღარ არჩენს. შალვა ნათელაშვილმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა და არჩევის შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.