შალვა ნათელაშვილი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, სამორინეების ქალაქგარეთ გადატანას აპირებს

შალვა ნათელაშვილი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მოსახლეობას სამორინეების ქალაქგარეთ გადატანას ჰპირდება. “ლეიბორისტული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატმა წინასაარჩევნო განცხადება ორთაჭალაში ერთ-ერთი სლოტკლუბის წინ გააკეთა.