შალვა ნათელაშვილი ბოლნისში, საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა

ბოლნისის რაიონში საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი. მან ის ადგილები დაათვალიერა, სადაც მადნის მოპოვება მიმდინარეობს.

შალვა ნათელაშვილის განმარტებით, ადგილზე მოიჭრა ასეულობით ხე. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ნათელაშვილი სახელმწიფოსთვის ტერიტორიის დაბრუნებასა და მოსახლეობისთვის მოგების დარიგებას გეგმავს.