შალვა ნათელაშვილი საარჩევნო სესხის სახით ერთ მილიონამდე ლარს ითხოვს

ლეიბორისტული პარტია” ბიზნესკორპორაციებს შემოწირულობის გაღების თხოვნით მიმართავს. შალვა ნათელაშვილი საარჩევნო სესხის სახით ერთ მილიონამდე ლარს ითხოვს. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, კრედიტის გაცემის თხოვნით პარტია საბანკო დაწესებულებებს 6 წლის განმავლობაში ყოველი არჩევნების წინ მიმართავს, თუმცა, უშედეგოდ.

ნათელაშვილმა ბანკებს კანონით დაკისრებული ვალდებულება შეახსენა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, მოთხოვნის შესრულებაზე მონიტორინგის გაწევის თხოვნით მიმართა.