შალვა ნათელაშვილი აზერბაიჯანის მთავრობა საინგილოში მცხოვრებ ქართველებს განათლების მიღების უფლებას უზღუდავს
საინგილოში ეთნიკურ ქართველთა ასიმილაციასა და დისკრიმინაციაზე ისაუბრა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანის მთავრობა საინგილოში მცხოვრებ ქართველებს განათლების მიღების უფლებას და რელიგიურ თავისუფლებას უზღუდავს.
შალვა ნათელაშვილი აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც საინგილოში არსებულ ვითარებას და იქ ქართველთა მდგომარეობას შეისწავლის.