დღეს საეკლესიო დღესასწაული ალავერდობა აღინიშნება.
ალავერდის ტაძარში მომლოცველების ნაკადი დილიდან არ წყდება. იოსებ ალავერდელი ერთ-ერთია ცამეტ ასურელ მამათაგან, რომელმაც მეხუთე-მეექვსე საუკუნეში ალავერდის მონასტერი დააარსა. წმინდა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს უკავშირდება ალავერდობის დღესასწაულიც.
ალავერდის მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა სასულიერო პირებთან ერთად ალავერდელმა მიტროპოლიტმა აბა ალავერდელმა აღავლინა.
ალავერდობის დღესასწაულზე იმყოფებოდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი, შალავა ნათელაშვილი, რომელმაც ქართველ ხალხს დღესასწაული მიულოცა.