შალვა ნათელაშვილი ალავერდობის დღესასწაულზე

დღეს საეკლესიო დღესასწაული ალავერდობა აღინიშნება.

ალავერდის  ტაძარში მომლოცველების ნაკადი დილიდან არ წყდება. იოსებ ალავერდელი ერთ-ერთია ცამეტ ასურელ მამათაგან, რომელმაც მეხუთე-მეექვსე საუკუნეში ალავერდის მონასტერი დააარსა. წმინდა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს უკავშირდება ალავერდობის დღესასწაულიც.

ალავერდის მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა სასულიერო პირებთან ერთად ალავერდელმა მიტროპოლიტმა აბა ალავერდელმა აღავლინა.

ალავერდობის დღესასწაულზე იმყოფებოდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი, შალავა ნათელაშვილი, რომელმაც ქართველ ხალხს  დღესასწაული მიულოცა.