ელიაობა დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროში საეკლესიო დღესასწაული ელიაობა და სახალხო დღესასწაული დედოფლისწყაროობა გაიმართა.

ელიას მთაზე წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის მეექვსე საუკუნის ტაძარში მრევლი სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს ყველა კუთხიდან ჩავიდა. სადღესასწაულო წირვა ეპარქიის მღვდელმთავრებმა ჩაატარეს.

სახალხო დღესასწაული დედოფლისწყაროობა წელს მეათედ ჩატარდა. დასახელდნენ საპატიო დედოფლისწყაროელები. დღის ბოლოს გაიმართა საზეიმო კონცერტი.