სეზონური ვირუსების შემცირებული მაჩვენებელი

სეზონური ვირუსების პიკი გადავლილია. დეკემბერ-იანვართან და თებერვლის დასაწყისთან შედარებით ვირუსული ინფექციების ცირკულირების მაჩვენებელმა მკვეთრად იკლო.

ექიმები მარტიდან შემთხვევების კიდევ უფრო კლებას პროგნოზირებენ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ზამთრის განმავლობაში ძირითადად A ტიპის ვირუსი, იგივე „ღორის გრიპი“ იყო გავრცელებული, საერთო შემთხვევების დაახლოებით 5%-ს შეადგენს „კოვიდ 19“-ის ცირკულირების მაჩვენებელი. პიკის პერიოდის გადავლის მიუხედავად, მომდევნო თვეში მედიკოსები მოქალაქეებს მაინც სიფთხილისკენ და ხალხმრავალ ადგილებში რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.