სეზონური ვირუსები

H1N1-მა კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც, ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფოში უკვე მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. გარდაცვალების მიზეზად ვირუსის ფონზე გართულებული თანმდევი დაავადება სახელდება.

საქართველოში გავრცელების შემდეგ H1N1-ის მსხვერპლი უკვე რვა ადამიანი გახდა. რვავე შემთხვევაში არსებობდა სხვა დაავადებაც.

საავადმყოფოებში მიმართვიანობის მაჩვენებლის მკვეთრად გაზრდის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდემიის საფრთხეს ისევ ვერ ხედავს.