თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის საიუბილეო ღონისძიება ჩატარდა. მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „სევილიელი დალაქი“ სპეციალურად პატარა მაყურებლისთვის გათამაშდა. დღესვე დაგეგმილია თბილისის, თელავისა და ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლების წარჩინებულ მოწაფეთა კონცერტიც.