სესხების განულება

პრობლემური სესხების განულების პროექტის ფარგლებში ინტერნეტში მსხვილი ქართული ბანკების შესაბამისი მონაცემთა ბაზები უკვე ხელმისაწვდომია.

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, – vali.ge, – ნებისმიერ მსესხებელს საკუთარი პირადი ნომრისა და დაბადების თარიღის მითითებით შეუძლია გადაამოწმოს, ეხება თუ არა მას პრობლემური სესხის ჩამოწერა.

ინიციატივის ფაგრლებში მუშაობა გრძელდება. ინტერნეტში სხვა საფინანსო კომპანიების მონაცემთა ბაზებიც აიტვირთება.

როგორ მიმდინარეობს პროცესი და რა საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას დარგის სპეციალისტები თუ ხელისუფლების წარმოადგენლები, – სანდრო ჯუფალაკიანი დეტალებით.