სესხების ამოღებას ეთიკის კოდექსი დაარეგულირებს

სავარაუდოდ, გამკაცრდება ე. წ. სესხის ამომღები კომპანიების კონტროლი. არგუმენტად ის მეთოდები სახელდება, რომლებსაც მითითებული ორგანიზაციები გადახდისუუნარო მოქალაქეებთან ურთიერთობის დროს იყენებენ.

როგორც მსესხებელთა უფლებადამცველ ასოციაციაში აცხადებენ, პრობლემური სესხების ამოსაღებად მოქალაქეებს ხშირად აშანტაჟებენ და ემუქრებიან.

პრობლემის მოგვარებას ეროვნული ბანკი ეთიკის კოდექსის გამკაცრებით ცდილობს. დოკუმენტში შეტანილმა ცვლილებებმა, კლიენტებთან ურთიერთობის ნორმები და სტანდარტები უნდა განსაზღვროს.