პარლამენტის განათლების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, ზოგადი უნარების გამოცდების ჩატარება კანონის დონეზე სავალდებულო იქნებოდა.
ინიციატივა „ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის. ცვლილებები ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ წარადგინა. კაპანაძის თქმით, ცვლილებების მიზანი იმ რეფორმის შეჩერება იყო, რაც განათლების სამინისტრომ გამოაცხადა და სკოლის გამოცდების გაუქმებას გულისხმობს.