სერგი კაპანაძის განცხადება

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. როგორც სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ოქმების უმრავლესობაში იკვეთება დისბალანსი. „ევროპულ საქართველოში“ ფიქრობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში ე.წ. კარუსელიც გამოიყენა. სერგი კაპანაძის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ სხვადასხვა დარღვევაზე რამდენიმე ასეული საჩივარი აქვს დაწერილი.