ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე დღეს სახალხო დამცველს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი თემა „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა იყო. როგორც სერგი კაპანაძე აღნიშნავს, სასწრაფოდ უნდა შესრულდეს დასკვნაში გაწერილი რეკომენდაციები.
რაც ეხება სახალხო დამცველს, მისი განცხადებით, უმცირესობის და უმრავლესობის მიერ მომზადებულ დასკვნებს ეცნობა და საკუთარ პოზიციას სწორედ ამის შემდეგ დააფიქსირებს.