სერჟანტთა პროფესიული დღე

სერჟანტთა პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან დღეს საზეიმოდ აღნიშნა. სერჟანტთა კორპუსის წარმომადგენლებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. ირაკლი ჩიქოვანმა სახელმწიფოსა და უწყების სახელით, მხარდაჭერა აღუთქვა სერჟანტებს მათი შესაძლებლობების გაძლიერებისა და პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით. პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული სერჟანტები დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით – „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“, ნაწილმა კი, სამახსოვრო საჩუქრები მიიღო. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და „ჯარის ბანაკში“ მონაწილე სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.