თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო პირველი კურსის გამოშვების დასრულების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში პირველი სამეთაურო-საშტაბო კურსი 29 სასწავლო კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიებას გენერალური შტაბის, ამერიკის ევროპული სარდლობის, ნატო-ს მოკავშირეთა ოპერაციების სარდლობისა და ევროპაში ამერიკის საზღვაო ქვეითთა ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.