გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის გახსნა

15:23, 28.10.2023

სოფელ ალვანში გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გაიხსნა. საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბიუსტი მოქალაქეების მიერ შეგროვებული თანხით შეიქმნა და მის მშობლიურ სოფელში, კულტურის სახლის ეზოში განთავსდა. მონუმენტი გიორგი ანწუხელიძის შვილებმა გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული გმირის შესახებ შექმნილი წიგნის გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა.

მსგავსი