კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმმა რეგიონული მთავრობა შეიწირა. თუმცა, ევროპაში სეპარატიზმის ისტორია კატალონიით არ იწყება. გასული საუკუნის მეორე ნახევარში, სანამ ისლამური რადიკალიზმის წიაღში ტერორიზმი აღმოცენდებოდა, ევროპაში ტერაქტებს ევროპელი სეპარატისტები ახორციელებდნენ. მათი ერთადერთი მიზანი დამოუკიდებლობის მოპოვება იყო. აფეთქება, თავდასხმა, მძევლები და მუქარა მთავრობებს – ეს კორსიკის ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტის, ბასკეთის სეპარატისტული მოძრაობა „ეტას“ და ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ხელწერა იყო. დროთა განმავლობაში მთავრობებმა სამივე ტერორისტული დაჯგუფების განიარაღება მოახერხეს.
როგორია დასავლეთ ევროპაში სეპარატისტული ბრძოლა ჩრდილოეთ ირლანდიიდან კატალონიამდე…