სენატორი ჯონ მაკკეინი

მსოფლიო ყურადღება დღეს ერთი მოვლენისკენ იყო მიპყრობილი. ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო დილიდან მსოფლიო მედიაში უამრავი სამძიმრის წერილი გავრცელდა. სენატორი, პრეზიდენტობისთვის მებრძოლი, ვიეტნამის ომის გმირი და ადამიანი, რომელმაც ხუთწლიან ტყვეობას გაუძლო. საქართველოს დიდი მეგობარი და მხარდამჭერი – ასე აფასებენ ჯონ მაკკეინის მოღვაწეობას და როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ სენატორმა მაკკეინმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში, აგვისტოს ომის დროს კი მისი მხარდაჭერა ფასდაუდებელი იყო.

რესპუბლიკელი სენატორის დაკრძალვის ცერემონია ვაშინგტონში გაიმართება. დედაქალაქში სახელმწიფო დროშები დაეშვება.

დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ ბარაქ ობამა და ჯორჯ ბუში.

ჯონ მაკკეინს მერილენდის შტატში, ანაპოლისში დაკრძალავენ.