„დადგა დრო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა“, – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში „ტვიტერზე“ წერს. სენატორის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილებები დიდი ხნით დაგვიანებულია, თუმცა ძალზედ მისასალმებელია. „მე მომავალშიც დავუჭერ მხარს ქართველი ხალხის სურვილს, იმოძრაონ უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე მომავლისკენ“, – წერს სენატორი ჯიმ რიში.