კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისთვის ბასა ჯანიკაშვილის სემინარი ჩატარდა. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა შეისწავლეს ამბის ისტორიად ქცევა, მისი სხვადასხვა რაკურსით გაშლა და კრიტიკულად გაანალიზების მეთოდები. სემინარის დასასრულს, მედიააკადემიამ ჟურნალისტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.