„თელასსა“ და „თელმიკოში“ დღეიდან შემოწმება იწყება. სპეციალურმა კომისიამ უნდა დაადგინოს რა ხარვეზებია აბონენტების მომსახურების პროცესში. სემეკ-მა გადაწყვეტილება მოქალაქეების განაცხადების საფუძველზე მიიღო. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა აბონენტები გაორმაგებულ გადასახადებს და ხშირ შემთხვევაში ორ ქვითარს იღებენ.