სპეციალური განცხადებით პასუხობს პორტალს myvideo.ge პირველი არხი.
საზოგადოებრივ მაუწყებელში აცხადებენ, რომ ინტერნეტპორტალი პირველი არხის სიგნალს პირატული გზით ავრცელებს.
ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას საკუთარ პლატფორმებზე ფლობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მატჩების მაღალი ხარისხით ტრანსლირებას საქართველოს მასშტაბით ყველა შესაძლო საშუალებით. შესაბამისად, ლოგიკას მოკლებულია კომპანია „აი-თი-დი-სი-ს“ საკუთრებაში არსებული პორტალის myvideo.ge პოზიცია, იდავოს იმ პროდუქციის ტრანზიტზე, რომელზეც ლიცენზია მას არ ეკუთვნის. უფრო მეტიც, ამ აბსურდულ ინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია და ემსახურება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას , – აღნიშნულია პირველი არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.