დმანისში 59-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.
200-ზე მეტი სერვისი სოფლიდან გაუსვლელად. უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკა ციფრული და ბეჭდური წიგნებით, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი.
დაწესებულება თეა წულუკიანმა გახსნა. აღსანიშნავია ის, რომ შშმ პირებისათვის უფასო პირადობის მოწმობების გაცემა 10 დეკემბერს გამოცხადდა და ის 11 იანვრამდე გრძელდება.