საზოგადოებრივი ცენტრის  გახსნა

ლანჩხუთში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.

მოქალაქეებს საშუალება აქვთ ახალ ცენტრში 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით ისარგებლონ. დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ტექნიკით. ადგილზე დასაქმებულმა პერსონალმა შესაბამისი ტრენინგი გაიარა.

ცენტრის გახსნას დღეს იუსტიციის მინისტრი დაესწრო.