თბილისის ისტორიულ მუზეუმ „ქარვასლაში“ საზოგადოება „ქართულის“ წარდგენა გაიმართა. საინიციატივო ჯგუფმა სტუმრებს საკუთარ მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო. საინიციატივო ჯგუფს ანსამბლ „ბასიანის“ სოლისტი, გიორგი გაბუნია ხელმძღვანელობს. კულტურის, განათლებისა და სპორტის წარმომადგენლებისგან შექმნილი ჯგუფი საზოგადოებას არაპოლიტიკური, საზოგადოებრივი პლატფორმის ჩამოყალიბებას სთავაზობს. დამფუძნებლების განცხადებით, ინიციატივის მიზანი ქართული იდენტობის შენარჩუნება; ქართული ენის, კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებაა.