უთანხმოების ახალი მიზეზი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის.
მხარეები ამჯერად იმაზე დავობენ, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს ბრექსითის შემდეგ საზღვარი ირლანდიასა და გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შემავალ ჩრდილოეთ ირლანდიას შორის.
საკითხის გარშემო მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, ჩიხშია შესული. საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა კი შიშობს, რომ ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის, შესაძლოა, სასაზღვრო-გამშვები პუნქტები აღიმართოს, რაც რეგიონს ეკონომიკურად დააზარალებს.