პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში მიღება გაიმართა. ილია II-ს 91 წელი შეუსრულდა. უწმინდესს დაბადების დღე მიულოცეს მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ, მონაზვნებმა და მრევლმა, რომლებიც საპატრიარქოში იყვნენ შეკრებილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრები დალოცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქომ გაავრცელა.