რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ინაუგურაციის შემდეგ, მაღალი დონის სტუმრებს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჩანქაიას სასახლეში სადილზე უმასპინძლა. ცერემონიას 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სახელმწიფოს ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, ასევე მაღალი დონის დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ტვიტერის“ საშუალებითაც მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ერდოღანის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და თურქეთში შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება.