საზეიმო ღონისძიებები დედაქალაქსა და რეგიონებში დილიდან მიმდინარეობს

ახალი 2018-ის დადგომამდე რამდენიმე საათი რჩება. სადღესასწაულო მზადება აქტიურ ფაზაშია. საზეიმო ღონისძიებები დედაქალაქსა და რეგიონებში დილიდან მიმდინარეობს. ბოლო დეტალებს აზუსტებენ გალაკონცერტების მონაწილეები და ორგანიზატორები.

სცენის მონტაჟი სამივე ლოკაციაზე დასრულებულია. სხვადასხვა ჟანრის მუსიკა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში აჟღერდება. შესრულდება როგორც კარგად ნაცნობი საახალწლო სიმღერები, ასევე ახალი კომპოზიციებიც.

განსაკუთრებული აქტივობაა დაგეგმილი ვაკის პარკშიც, სადაც საგანგებოდ დღევანდელი დღისათვის ბავშვებისათვის დედაქალაქის მერიამ მოამზადა.

რა სიურპრიზი ელოდებათ პატარებს, მარიამ სეთურიძე მოგვიყვება