თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2019 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
4-წლიანი სწავლება 3000-მდე სტუდენტმა დასრულა. ღონისძიებაზე უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ თსუ-ს რექტორთან ერთად, ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.