მშობლებს ბავშვების საზაფხულო ბაღებში მიყვანა წელსაც შეეძლებათ.
გაზრდილია იმ სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობა, რომლებიც ივლისში იმუშავებს. ბაღები თბილისის ყველა რაიონში მცხოვრებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. საზაფხულო სააღმზრდელო დაწესებულებებში ელექტრონული რეგისტრაცია ხუთი ივნისიდან დაიწყება. სულ ბაღები 18 000-მდე აღსაზრდელზეა გათვალისწინებული. აღმზრდელები, რომლებიც ზაფხულში იმუშავებენ, დამატებით ხელფასს მიიღებენ. საზაფხულო ბაღების პროექტი 2016 წლიდან მოქმედებს.