საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს ქუთაისში, ქალაქის ოთხ შერეულ პოლიკლინიკაში. აცრა „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით არის შესაძლებელი. ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ასეულობით მოქალაქე აიცრა, გართულებები არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.