სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის სარეალიზაციო ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, თევდორე მღვდლის ნომერ 27-ში მდებარე კომპანიაში, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა დადასტურდა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი. წინასადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად ახორციელებს სარეალიზაციო ობიექტებისა და სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორების კონტროლს.