ერთი პაციენტი დაიღუპა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში. არსებული ინფორმაციით, 1945 წელს დაბადებული მამაკაცის სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება გახდა. საველე ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ საჭიროებდა კლინიკაში გადაყვანას. ამასთან, ცნობილია, რომ დაღუპული არ იყო აცრილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით.
თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის დეტალებს პირდაპირ ეთერში.