თბილისში საველე ჰოსპიტალი მზადდება.
გადაწყვეტილება მიღებულია გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო. დიღომში მდებარე ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტდარბაზში უკვე მოწყობილია საწოლები და შეტანილია ინვენტარი, რომელიც გამოყენებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკებში პაციენტების მისაღებად ადგილი აღარ იქნება. დღეს საველე ჰოსპიტალში მიმდინარე მოსამზადებელი პროცესის ამსახველი კადრები „პალიტრა ნიუსმა“ გადაიღო.
თეონა ბარბაქაძე დეტალებით.