საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში პალატა იღებს ვალდებულებას, ჩართული იყოს „პროფესიული განათლების“ კანონის ქვემდებარე აქტების განხილვასა და შემუშავებაში – არაფორმალური სწავლის შედეგების აღიარების უფლებამოსილების წესების და პირობების შემუშავებაში; ასევე აქტიურად იქნება ჩართული პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავებასა და დამტკიცებაში.
დღესვე სავაჭრო-სამრეწველო პალატამ კვლევის შედეგებიც წარადგინა, რომლის მიზანი იყო დაედგინა, რა პროფესიებზეა მოთხოვნა დამსაქმებლების მხრიდან და პასუხობენ თუ არა ამ გამოწვევებს პროფესიული სასწავლებლები.