ჩინეთში შემოდგომის ფესტივალი დაიწყო.
მთავარი შემადგენელი ნაწილი ტრადიციული ე.წ მთვარის ნამცხვარია. წლის ამ პერიოდში ჩინელები მილიონობით ასეთ ნამცხვარს ყიდულობენ.
ე.წ. მთვარის ნამცხვარი წელს აშშ-ში მცხოვრები ჩინელებისთვის გაძვირდება. ისევე როგორც კიდევ 6 000 პროდუქტი. მიზეზი აშშ-სა და ჩინეთს შორის დაწყებული „სავაჭრო ომია“.
დღეიდან აშშ-ში იმპორტირებულ ათასობით ჩინურ პროდუქციაზე ტარიფი იზრდება.
ლევან ახალაია არკვევდა, არის თუ არა მსოფლიო თავისუფალი ვაჭრობის ეპოქის დასასრულის ზღვარზე და როგორ აისახება ორი ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის დავა მსოფლიოზე.