„სავაჭრო ომი“ ამერიკასა და ჩინეთს შორის

ჩინეთში შემოდგომის ფესტივალი დაიწყო.

მთავარი შემადგენელი ნაწილი ტრადიციული ე.წ მთვარის ნამცხვარია. წლის ამ პერიოდში ჩინელები მილიონობით ასეთ ნამცხვარს ყიდულობენ.

ე.წ. მთვარის ნამცხვარი წელს აშშ-ში მცხოვრები ჩინელებისთვის გაძვირდება. ისევე როგორც კიდევ 6 000 პროდუქტი. მიზეზი აშშ-სა და ჩინეთს შორის დაწყებული „სავაჭრო ომია“.

დღეიდან აშშ-ში იმპორტირებულ ათასობით ჩინურ პროდუქციაზე ტარიფი იზრდება.

ლევან ახალაია არკვევდა, არის თუ არა მსოფლიო  თავისუფალი ვაჭრობის ეპოქის დასასრულის ზღვარზე და როგორ აისახება ორი ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის დავა მსოფლიოზე.